საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. “მის ჯანმრთელობას პრობლემა არ აქვს. პირველ რიგში ის ითხოვს ზიარების მიღებას. ის არ აპირებს ჩვენების მიცემას. თვლის, რომ მისი ოჯახი დაუცველია. მას აქვს გარკვეული შიში, თუ ის ჩვენებას მისცემს, მისი ოჯახის უსაფრთხოება საფრთხეში იქნება. თუ ეს დაცული იქნება, შემდეგ მისცემს ჩვენებას სამართალდამცველებს. მას სჭირდება დამშვიდება. ყველას მოვუწოდებ, ლოცვებში მოიხსენიონ. დააშავა თუ არა, მას სჭირდება თანადგომა. ეკლესიას ის არ მიუტოვებია”, – განაცხადა დეკანოზმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
კომენტარები
