პორტუგალიაში მიმდინარე ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში შედიან ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა, წარმატებით გაართვა თავი საკვალიფიკაციო ეტაპს და პირველი ადგილით მოხვდა ფინალში.
ფინალში საქართველოს ნაკრებს ძალიან ცოტა დააკლდა საფრანგეთის ნაკრების დამარცხებამდე და საბოლოო ჯამში ქართველი სპორტსმენები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
კომენტარები