ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში 60 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები.
მეზობლების ინფორმაციით, ქალს აღენიშნება წამების კვალი. მათივე თქმით, ნაცემია გარდაცვლილის ქმარი და ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.
თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარები