სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართულ კონსულტაციებს „შესანიშნავი“ უწოდა.
„შესანიშნავი კონსულტაციები მქონდა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან სომხეთის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და დემოკრატიული მდგრადობის გამყარების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე“, – წერს ფაშინიანი X-ზე.
დღეს ბრიუსელში აშშ-სა და ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის საკითხებზე ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელშიც ფაშინიანთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი მონაწილეობდნენ.
კომენტარები