15 აპრილს 18:00 საათზე დამთავრდება რეგისტრაცია მასწავლებლების გამოცდისთვის, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, იქნება საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და ასევე, სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსურველთა გამოცდა.
„ეს გახლავთ საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და ასევე, სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსურველთათვის გამოცდა, ზუსტად ეს არის კატეგორია, რომლებიც ჯერჯერობით არ საქმიანობენ სკოლებში ამ მიმართულებით, ლაპარაკია სპეციალურ მასწავლებელზე, მათ აქვთ საშუალება, ჩააბარონ საბაზო პროფესიული უნარები და მხოლოდ ამის შემდგომ გააგრძელონ სწავლა სპეციალური მასწავლებლის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. ერთ წლიანი ამ პროგრამის დასრულების შემდეგ მათ უკვე უფლება აქვთ პროფესიაში შესვლის“, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.