ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე მიიჩნევს, რომ დასავლელი სამხედრო ინსტრუქტორები შეიძლება განლაგდნენ უკრაინაში, იმ პირობით, რომ სათანადო საჰაერო თავდაცვა იქნება უზრუნველყოფილი.
შიმონიტემ აღნიშნა, რომ ლიეტუველი სამხედრო ინსტრუქტორები ამჟამად უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებენ ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში.
„შეიძლება თუ არა უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნა უკრაინაში? სათანადო საჰაერო თავდაცვის პირობებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ რისკების მართვა“, – აღნიშნა ლიეტუვის მთავრობის მეთაურმა.
კომენტარები