პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ პოლიტიკაში გარე ძალების მიერ გადმორიცხული გაუმჭვირვალე ფინანსები ტრიალებს, დღის წესრიგში დგება საკითხი, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.
მისივე თქმით, „ენჯეო“ სექტორი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„გასაგებია, რომ „ენჯეო“ სექტორის ნაწილი დადებით პროცესებშიც მონაწილეობს, მაგრამ ის, რომ ამ საკითხით სპეკულირებენ, მიუღებელია. „ენჯეოები“ შშმ პირებს პირდაპირ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ დონორებისგან მიღებულ თანხებს გამჭვირვალეს გახდიან, მათ ვეღარ დააფინანსებენ. ეს კი სიცრუე და დეზინფორმაციაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომენტარები