ჩვენი ხელისუფლება მთავარ ამოცანას მიჰყვება, რაც არის სტაბილურობის შენარჩუნება, რომ ვერავინ გამოიყენოს დონორის ფული ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ანტიდასავლური განცხადებაა ის, რომ ამერიკული და ევროპული დაფინანსება შეიძლება არ იყოს გამჭვირვალე.
„ეს არის ანტიდასავლური განცხადება. პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკული და ევროპული დაფინანსება შეიძლება არ იყოს გამჭვირვალე, არ მოხმარდეს იმ მიმართულებას, რომელიც არის განცხადებული და შეიძლება იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი ხელისუფლება მთავარ ამოცანას მიჰყვება, რაც არის სტაბილურობის შენარჩუნება, რომ ვერავინ გამოიყენოს დონორის ფული იმისათვის, რომ ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესები განავითაროს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.