ტაიფუნისმაგვარ ძლიერ ქარს ჩინეთის სამხრეთით 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რთული ამინდი რეგიონს კვირას დაატყდა თავს და მას შემდეგ სულ 7 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო მაუწყებელი იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, დაზიანდა 5,400-ზე მეტი სახლი და დაზარალდა 313,000 ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 1,600 ევაკუირებული იქნა უსაფრთხო ადგილზე
2013 წლის შემდეგ პირველად, სამშაბათს, ჩინეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, სამსაფეხურიანი გაფრთხილების სისტემაში ყველაზე მაღალი, ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა.
კომენტარები