„ცაჰალი“ „ჰეზბოლას“ სპეცრაზმის, „რადვანის“ ქვედანაყოფის მეთაურის, ალი აჰმედ ჰასინის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი წერს.
ალი ჰასინი და „ჰეზბოლას“ კიდევ ორი მებრძოლი ლიბანის სამხრეთ ნაწილში მიტანილი იერიშს ემსხვერპლნენ.
„ცაჰალის“ ცნობით, ალი ჰასინი პასუხისმგებელი იყო „ისრაელის ჩრდილოეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე“.
„რადვანი“ „ჰეზბოლას“ შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი ელიტური ქვედანაყოფია, რომელსაც სპეციალური ოპერაციების განხორციელება ევალება.
კომენტარები