საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 70-ე შეხვედრაზეა წარმოდგენილი. ალბანეთში, ქალაქ ტირანაში კომისიის სხდომა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. თამარ ყორიაულმა ტურიზმის მსოფლიო დღის საქართველოში მასპინძლობასთან დაკავშირებით ისაუბრა. წელს, სექტემბერში, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმარი და ტურიზმის სფეროს პროფესიონალი ეწვევა.
ევროპის კომისიის 70-ე შეხვედრას “70th MEETING OF THE UNWTO COMMISSION FOR EUROPE (CEU)”. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ევროპის რეგიონის ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში თემატური სადისკუსიო პანელები მიმდინარეობს.