9 აპრილი ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეორე მხრივ, ეს დღე არის ერის გამოღვიძების, ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას.
„ამ ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და ამავე დროს, მომავალ თაობებს გადავცემთ, თუ როგორ გააერთიანა ამ დღემ სრულიად საქართველო, ერთ მუშტად შეკრა საერთო მიზნისთვის, სანუკვარი იდეისთვის – ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ“, – წერს კახა კალაძე.


















კომენტარები