საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” რედაქტორი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი 26 მაისის საზეიმო მიღებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ბიძინა ივანიშვილი 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამთავრობო მიღებას, მეუღლესთან ერთად ესწრებოდა, მაგრამ ვინ აცადა ან ღონისძიებით ტკბობა, ანდა მეუღლესთან ერთად ყოფნა?!)) მას გარს, უპირატესობის კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები ეხვეოდნენ, ჩემი კოლეგებიც აქტიურობდნენ, მაგრამ ეს პროფესიულად ბუნებრივიცაა, ცხადია ამ ადამიანის მიმართ ინტერესი, ჟურნალისტებს მუდამ ექნებათ….
შეიძლება ბევს გაუკვირდეს, მაგრამ ცხოვრებაში პირველად, რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა პოლიტიკაში, არცერთ მის პრეს-კონფერენციას არ დავსწრებივარ და მე მას პირისპირ არასდროს შევხვედრივარ.
გუშინ, მოულოდნელად გამიჩნდა სურვილი ამ ადამიანთან მისვლისა და გაცნობის…. – გამარჯობათ ბატონო ბიძინა, მე ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი ვარ საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი”-ს რედაქტორი, ვერ მიცნო მაგრამ მაინც სხარტად მიპასუხა, -გაგიმარჯოთ ქალბატონო დარეჯან, როგორ ბრძანდებით? გვერდზე გაიწია, ეგონა მეც სურათის გადაღება მინდოდა მასთან (რიგში იდგა ხალხი)…არამიშავს გმადლობთ, სურათის გადაღება არ მინდა თქვენთან, გაცნობა მინდოდა და მეტს არ შეგაწუხებთ… სწრაფად გავეცალე “გაცნობის ადგილს” და როგორც კი გამოვერიდე ბატონ ბიძინას, უცებ ცოცხალი რიგი დადგა მასთან … სიტყვაზე, ეს რომ არ ყოფილიყო სამთავრობო დონის მიღება და ქუჩაში ხალხში რომ გაევლო ბატონ ბიძინას, ბუნებრივიც იქნებოდა მსგავსი აქტიურობა, მაგრამ გუშინ ფაქტობრივად არ ამოასუნთქეს ადამიანი…. მაინც რა უბედურება სჭირთ ამ ფულიან ხალხს და პოლიტიკოსებს, მუდამ რატომ არიან ვაზელინში ამოგანგლულები?!…. ერთმა ადამანმა, რომელიც ამ პროცესებს შორიდან ცინიკური ღიმილით ადევნებდა თვალს, მითხრა, პირველი ადამიანი დაგინახე ბატონ ბიძინასთან რომ მიდით, მიესალმეთ და ნახევარ წუთში დატოვეთო… მე ამით, იმას კი არ ვამბობ, რომ მე ვარ ყველაზე კარგი ან, ყველაზე უშეცდომო ადამიანი, არამედ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა და დამოკიდებულებაც… უბრალოდ არ შეიძლება, ეს ქაჯობა და უტაქტო საქციელი, მითუმეტეს ამ დონის შეხვედრებზე მაინც უნდა დავიყვანოთ ეს მავნე ქმედებები მინიმუმამდე….
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის მეუღლესთან ერთად, დაცვის გარეშე იმყოფებოდა!…. კარგი დღე იყო, საინტერესო…”- წერს ლიპარტელიანი.