პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, კორცხელის ინციდენტის მსგავსი ძალადობრივი ფაქტების მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
„დიდი ყურადღებით ვაკვირდები გამოძიების მიმდინარეობას. პრევენციისთვის უნდა მოხდეს სწორი რეაგირება. ასევე მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ, იყოს მაქსიმალური მობილიზება. შემდგომში, როდესაც ოქტომბერში ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იყოს მიღებული პრევენციული ზომები, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორედს. ძალოვანი უწყებები განსაკუთრებით უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოგეხსენებათ, დავალება მივეცი იუსტიციის სამინისტროს, რომ წარმოადგინოს ასეთ მოვლენებზე სახელმწიფოს რეაგირების და სასჯელის გამკაცრების კუთხით საკანინმდებლო ინიციატივა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.