ფოთში, ტყის მასივის ნაწილს, დაახლოებით 4 ჰექტარ ტერიტორიას ცეცხლი გაუჩნდა.
ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ლოკალიზება გართულდა და საათზე მეტი დრო დასჭირდა. დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ დამდგარა.
ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები
