ბათუმში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციის კიდევ ერთი წევრი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივები პოლიციის სამმართველოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. ინციდენტის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივები, რომლებიც აქციის დროს დაკავებული სამი მოქალაქის გათავისუფლებასა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, სამმართველოს შენობასთან ამ დრომდე იმყოფებიან.
ადგილზე სამართალდამცველებს კორდონი აქვთ გაკეთებული.
აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფება.
კომენტარები
