საქართველოს JAMIROQUAI ეწვევა.
JAMIROQUAI ბათუმის ჯაზ-ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე 27-30 ივლისს გაიმართება. მის ფარგლებში ამჯერადაც მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები იქნებიან წარმოდგენილი.
2017 წლის ბათუმის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: JAMIROQUAI, JOSS STORE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOLSTLES, MR ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTLES-ის კონცერტი.
ბილეთების გაყიდვა 27 მარტს, დილით, 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო კონცერტი 28 ივლისს, 19.00 საათზე გაიმართება.
კომენტარები