თელავში 75 წლის ქალის დაყაჩაღება სცადეს.
თავდამსხმელი მოხუცის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისათვის დღეს აღებული პენსიის წართმევა განიზრახა.
დაზარალებულის თქმით, ბოროტმოქმედი ახალგაზრდა ქალი იყო. მოხუცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
ქალბატონმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, ის გაიქცა და მიმალვა მოახერხა.
კომენტარები
