ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“, საფრანგეთში ლევილის ქართულ ფესტივალზე ხვალ პირველად გაემგზავრება.
„მართვე“ ფესტივალზე არაერთ ქართულ სიმღერას შეასრულებს. მათთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან სხვა ქართული ანსამბლებიც.
ლევილის ქართულმა ფესტივალმა სტარტი 24 მაისს აიღო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, „მართვე“ კი 22 ივნისს გამართავს კონცერტს ანსამბლ „დიდგორთან“ და „ერისიონთან“ არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლამპრებთან“ ერთად.
კომენტარები