შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მე-18 ცერემონია გაიმართა.
აღნიშნული ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაა, რომელიც საქართველოში ტარდება. ჯილდო „წლის ლიდერი“ 34 ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცათ.
ბიზნესის გარდა, კავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სახელოვნებო სფერო წარმოადგენს. 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო „ადამიანი ისტორია“ გადაეცემათ პირებს, რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას. ჯილდო „ადამიანი ისტორია“ ამჯერად თათული დოლიძესა და მარიკა კვალიაშვილს გადაეცათ.
კომენტარები