ე.წ. ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 პირი უახლოეს დღეებში თბილისის მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაზარალებულებთან, სხვადასხვა ჯგუფებთან სულ ექვსი შეხვედრა შედგა. არ არის ცნობილი, დაზარალებულები კონკრეტულად რა თანხას მიიღებენ.
მისი თქმით, ”ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებიდან 50 პირს გამგეობებიდან სოციალური დახმარების სახით 1000-დან 1500 ლარამდე თანხა უკვე აღებული აქვთ, თუმცა ეს მათ ხელს არ შეუშლით ერთჯერადი დახმარება თბილისის მერიიდანაც მიიღონ.
მისივე თქმით, ასევე, ეცდებიან დაზარალებულებს სამუშაო ადგილები გამოუნახონ.
კომენტარები