ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებამ კიდევ ერთი სასულიერო პირი – მამა დავით ჭინჭარაული დაკითხა.
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, სინოდის წევრები მზად არიან პროკურატურას ყველა შეკითხვაზე გასცენ პასუხი.
”როგორც ვიცი, დავით ჭინჭარაული დაკითხულია. ვინაიდან, ყველა მოწმეს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული, აქედან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაიკითხა საქმისთვის საინტერესო ინფორმაციებთან დაკავშირებით, მათ შორის რაც გაჟღერებული იქნა თვითონ მამა გიორგი მამალაძის მიერ. პატრიარქის უახლოესი პირია მამა დავით ჭინჭარაული და იმყოფებოდა გერმანიაში მასთან ერთად”, – განაცხადა ქარჩავამ.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) და მამა მიქაელ ბოტკოველიც არიან დაკითხულები.
კომენტარები
