ჩვენი გზა იყო, არის და იქნება ევროპაში, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობის გარეშე არაფერი გამოვა – განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე, ჯგუფ „გუფი ლენდის“ დრამერმა გურამ მაკალათიამ.
„მშვიდობა თუ არ არის, არც კონცერტს და არც არაფერს აქვს აზრი. ჩვენ, ქართველები, ყველა სადღეგრძელოს ვიწყებთ მშვიდობით იმიტომ, რომ მშვიდობა უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა გურამ მაკალათიამ.
რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. ამ წუთებში კონცერტი კასპში მიმდინარეობს.
კომენტარები