სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ 27 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, ს.ჰ-ს კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული ქალის ერთგვაროვანი ტანსაცმელი (1426ც) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3 705.44ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 3 705.44 ლარის ოდენობით შეეფარდა.
კომენტარები
