თბილისში გამართული ცხენოსნობის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული შალვა გაჩეჩილაძე გახდა.
ცხენ „მოდესტის“ ქართველმა მხედარმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შეჯიბრება, სადაც ევრაზიის ლიგაში გაერთიანებული ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სამი დღის განმავლობაში „ლისი იპოდრომზე“ მიმდინარეობდა. ტურნირი საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი საუკეთესო მხედრების გამოვლენა და საცხენოსნო სპორტის ხელშეწყობა გახლდათ.
კომენტარები