შოთა პაკელიანის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა 23 მარტს ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე დაზიანებები მიიღო.
მას პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. ბიო აღმოაჩნდა. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხდებაში წერია, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. ის აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
