ე.წ. ცენტრ პოინტის საქმის პროკორორი, დავით გუმბერიძე ამბობს, რომ ბრალდების მხარემ რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილს ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება შესთავაზა.
პროკურორის განცადებით, ბრალდებულებმა ბრალდების მხარის შეთავაზებაზე უარი თქვეს.
„მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საბოლოო სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამნისტიის გამოყენებით დარჩა ეს სასჯელი, თუმცა მათ სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთელი პროცესის განმავლობაში, გამოძიების ეტაპზეც და შემდგომ საქმის განხილვის ეტაპზეც, ბრალდების მხარის მიერ შეთავაზებული იქნა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ დაზრალებულებისთვის აენაზღაურებინათ ზიანი და ამ პერიოდის განმავლობაში მათ ამაზე უარი განაცხადეს. ჩვენ კიდევ გამოვხატავთ მზაობას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და პირობები რჩება ძალაში. თუ ბრალდებულები დათანხმდებიან მას, მზად ვართ, საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გავაფორმოთ“ – განაცხადა პროკურორმა.
