ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებს შეხვდა.
“ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება. რასაც ჩემი სახელით ავრცელებენ, ტყუილია, არ დაიჯეროთ. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, თბილისთან დამაკავშირებელი გზა არ დაიკეტება. ქართველებთან კარგი ურთიერთობა მხოლოდ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადების შემდეგაა შესაძლებელი“, – აღნიშნა ბიბილოვმა.
ის ახალგორელებს პერიოდულად ქართულ ენაზეც მიმართავდა.
ახალგორი ოკუპანტების და სეპარატისტების კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოექცა.
კომენტარები
