ბოლო კვლევის თანახმად, ფიშინგი მოზარდების თითქმის ორ მესამედს შეეხო, რაც ირლანდიას თაღლითების მიმართ ყველაზე დაუცველ ქვეყნად აქცევს მსოფლიოში.
ფიშინგი არის თაღლითობის ფორმა, როდესაც ადამიანებს, შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეტყობინებები ეგზავნებათ, რათა მათ პირად ინფორმაციაზე მოხერხდეს წვდომა.
მსოფლიო დამოუკიდებელი მარკეტინგული კვლევის ქსელის (WIN) მონაცემებით, ირლანდიაში ფიშინგის მაჩვენებელი გლობალურ საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.
ასეთი დასკვნა გამომდინარეობს WIN World Survey-ის კვლევიდან, რომელიც მონაცემთა შეგროვებას, მათ ბოროტად გამოყენებასა და ხელოვნურ ინტელექტს შეეხება.
კვლევის ფარგლებში, 39 ქვეყანაში თითქმის 34 ათასი ადამიანი გამოიკითხა, მათგან 1000-ზე მეტი – ირლანდიაში.
კვლევის თანხმად, ყოველი მეხუთე ირლანდიელი (20 პროცენტი) საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული თაღლითობას ან საბანკო ანგარიშის გატეხვის მსხვერპლია, რაც გლობალურ საშუალო 12%-იან მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.
თაღლითობის შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ადამიანების მხოლოდ 23%-მა იცის, რა ემართება მათ პერსონალურ ინფორმაციას მონაცემთა შემგროვებლების ხელში მოხვედრის შემდეგ, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე (30%) დაბალია.
ირლანდიაში ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ ცოდნის დონეც დაბალია: გამოკითხულთა მხოლოდ 21% ერკვევა კარგად ამ სფეროში, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში – კიდევ უფრო ნაკლები.
ამდენად, ირლანდიაში ხელოვნური ინტელექტის გაგება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე უფრო დაბალია.
„ძალიან შემაშფოთებელია იმის შეტყობა, რომ ირლანდია მსოფლიოში პირველ ადგილზეა ფიშინგის რაოდენობით, განსაკუთრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს შორის ინციდენტების მნიშვნელოვნად დაბალი მაჩველებლის ფონზე“, – ამბობს RED C Research ჯგუფის დირექტორი, კიარა რეილი.