კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) პრეზიდენტმა ხორხე გარბახოსამ დაადასტურა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ევროპული კონფერენცია 2027 წლისთვის შეიქმნება.
„არ მინდა ბევრი ვილაპარაკო NBA-ევროპას პროექტზე, მაგრამ ცხადია, რომ მოგვიწევს ამის გაკეთება. რთულია შექმნა დიდი საშეჯიბრო მოედანი, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ დამიჯერეთ, ეს მოხდება.
როდის და როგორ, ამას ყველა ერთად ვნახავთ. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ზოგიერთები ამბობენ, რომ ლიგა მოქმედებას 2027 წელს დაიწყებს. მისტერ სილვერმა და მისტერ ზაგკლისმა უკვე გვაცნობეს ამის შესახებ. NBA უკვე მუშაობს ამაზე“, – მოჰყავს გარბახოსას სიტყვები Basket News-ს.
კომენტარები