ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება.
„ჩვენ ერთმანეთისგან პორტებს არ ვარჩევთ. ანაკლიის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება. როგორც კი მოვრიგდებით ყველა თემასთან დაკავშირებით, მოეწერება ხელი საბოლოო ხელშეკრულებას. ფოთის პორტის შესახებ ყველა ინიციატივასთან დაკავშირებით მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.