“ცენტრ პოინტის” საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურამ რჩეულიშვილმა საპატიმრო შესაძლოა, 12 აპრილს დატოვოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რჩეულიშვილს 12 აპრილისთვის პატიმრობის 9 თვიანი ვადა ეწურება.
“ცენტრ პოინტის“ საქმეზე, კერძოდ ბათუმის „მაგნოლიას“ ეპიზოდზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. პროცესის გადადება ადვოკატებმა მოითხოვეს.
ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა, რომელიც დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადებულა, სასამართლოში გააგზავნა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
პროკურორების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მისცეს შანსი „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს დაესრულებინათ დაუსრულებელი ობიექტები, თუმცა არ შესრულდა.
კომენტარები
