ამერიკა იძირება და მას იდიოტი მართავს, – განაცხადა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბი ალ-ჰასან ალ-მუჰაჯერმა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
„ამერიკა, შენ იძირები და მხსნელი არ გყავს. ამერიკა, შენ ხალიფატის ჯარისკაცების ნადავლი გახდი, გაკოტრებული ხარ და შენი დაშლის ნიშნებს ყველა ხედავს“, – ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაში.
„ამის უტყუარი ნიშანი ის ფაქტია, რომ შენ, ამერიკა, იდიოტი გმართავს, რომელმაც არ იცის რა არის სირია, ერაყი და ისლამი“, – აღნიშნავს „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალური წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება თავისი პრეზიდენტობის პრიორიტეტად დაასახელა.
კომენტარები