გამომძიებლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე – გელა ხვედელიძე დაკითხეს.
გამომძიებლები გელა ხვედელიძესთან კლინიკაში იმყოფებოდნენ და საგამოძიებო მოქმედებები პალატაში ჩაატარეს.
3 აპრილს, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები საკუთარ სახლთან დაესხნენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გელა ხვედელიძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს ხვედელიძის მეუღლე – მარეხ ფერაძე.
კომენტარები
