იტალიის პოლიციამ გაარკვია, რომ ჩემოდანი, რომელშიც 27 წლის რუსი ქალის გვამი იპოვეს, იტალიის ქალაქ რიმიში, დედამისმა გადააგდო.
ქალი 48 წლისაა, ის მოსკოვში ცხოვრობდა და იტალიაში ძიძად მუშაობდა.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც იტალიაში ცხოვრობდა, შიმშილისგან გარდაიცვალა. ის ანორექსიით იყო დაავადებული.
გვამის ჩემოდანში ჩადება და ადრიატიკის ზღვაში გადაგდება, ძალოვნების თქმით, დედას უბედურებამ და დაბნეულობამ აიძულა. რამდენიმე დღის განმავლობაში გარდაცვლილი შვილის გვამს ქალი სახლში ინახავდა. ერთი დღით ადრე კი ის რუსეთში დაბრუნდა და ეს ამბავი მეგობარს უამბო, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აუწყა.
გარდაცვლილი ქალის ცხედარი მეთევზეებმა იპოვეს.
კომენტარები