მეტეხის ხიდთან პოლიცია მუშაობს. ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
მიზეზი, სავარაუდოდ, მოქალაქის შეტყობინებაა, რომელიც ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხეს შეეხება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მეტეხის ხიდთან გამნაღმველები მუშაობენ.
ბომბის შესახებ ინფორმაცია შსს-ში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირმა ჩემოდნის მსგავსი ნივთი ხიდთან დატოვა.
კომენტარები
