“ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდების მხარე გურამ რჩეულიშვილისთვის გათავისუფლების სანაცვლოდ, 50 000-ლარიან გირაოს ითხოვენ.
საქმის პროკურორმა შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დააყენეს, რომელიც „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე მიმდინარეობს.
პროკურორები გირაოსთან ერთად ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევასაც ითხოვენ, ვინაიდან, როგორც მათ აღნიშნეს, კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხეები.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე ეთანხმება, თუმცა სასამართლოს სთხოვს, რომ გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვროს.
ამასთან, გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი ქეთევან ჩომახაშვილი არ ეთანხმება პროკურორების იმ მოთხოვნას, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო პასპორტი უნდა ჩაემოერთვას.
ამ წუთებში მოსამართლე მაია შოშიაშვილი შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდაა გასული.
პროკურორები გურამ რჩეულიშვილისთვის 50 000-ლარიან გირაოს და საქართველოს პასპორტის ჩამორთმევასაც ითხოვენ
06.04.2017 12:20:03
ნანახია: 1171 ჯერ
