მცხეთაში პოლიციის ავტომობილს მსუბუქი მანქანა დაეჯახა. “პიკაპის” მარკის ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე პოლიციელები ამ წუთებში მუშაობენ. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ამბობს, რომ მისი მანქანა სავარაუდოდ გაუმართავი იყო და მან საჭე ვერ დაიმორჩილა.
“ნიუპოსტი” შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
“ნიუპოსტი” შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.
www.newposts.ge
კომენტარები







