გუკა რჩეულიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროკურორი დავით გუმბარიძე კომენტარს აკეთებს.
„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე და ასევე პასპორტის ჩამორთმევის შესახებ. ეს იქნება ბერკეტი იმის უზრუნველსაყოფად რომ ბრალდებული არ მიემალება მართლმსაჯულებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა მალე დასრულდება და მიუხედავად ადვოკატების მცდელობისა, რომ საქმე მაქსიმალურად გაჭიანურებულიყო, გურამ რჩეულიშვილი დაბრუნდება იქ, სადაც პატიმრობის ცხრათვიან ვადას იხდიდა“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
კომენტარები
