ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
”ის ძალიან დაუძლურებულია, უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო რთულია. ექიმები ნახულობენ, არის პერიოდული კონსულტაცია.
თქვენი სულიერი ძმა, რომელთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ეზიარებით – მნახეთ და მოისმინეთ ჩემი.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ვამბობ, რომ ის შიმშილობს. ეს დაფიქსირებულია სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციური დაწესებულების შესაბამის წერილში, რომელიც მე ამ დილით ჩამბარდა“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
კომენტარები
