ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ტანტასა და ალექსანდრიაში მომხდარ აფეთქებებს საერთო ჯამში 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
პირველი აფეთქება ქალაქ ტანტას კოპტურ ეკლესიაში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურების დროს მოხდა.
რამდენიმე-საათიანი ინტერვალის შემდეგ აფეთქება ტანტადან 130 კილომეტრის დაშორებით მდებარე საპორტო ქალაქ ალექსანდრიაშიც მოხდა. თავდასხმის სამიზნე აქაც კოპტური ეკლესია გახდა.
ტაძრის შესასვლელთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველი, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა.
კომენტარები