ვფიქრობ, რომ ოპოზიციას მიზნად აქვს დასახული, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია. მიზანი აქვთ ეს, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვავება იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი შეფასებები იყოს დასავლეთიდან, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჯერჯერობით ისინი არ ფიქრობენ, რომ ამას არ მიაღწევენ. ჩქარობენ, დაახლოებით დეკემბრის ბოლომდე ერთი თვე აქვთ და ამ ერთ თვეში რაღაცნაირად გადავტეხოთო. თუ ამას ვერ მიაღწიეს ამის შემდეგ, ვფიქრობ, პარლამენტში შესვლას არ გადაწყვეტენ“, – აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.
კომენტარები