რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა კონსტრუქციით გზა ჩახერგეს და ცეცხლი წაუკიდეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სხვადასხვა საგნით ცდილობენ ხელოვნური ბარიკადების აღმართვას. მათ შორის, იყენებენ ნაგვის ურნებსაც, რომ პოლიციას გადაადგილების საშუალება არ მისცენ.
მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და მოწოდებისა, აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფები რჩებიან პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან. ისინი პოლიციელების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისვრიან.
კომენტარები