იანუკოვიჩს რომ ადარებდნენ და სისულელეებს ლაპარაკობდნენ წინა დღეებში, იგივე ქნაო, რა ქნა იგივე? ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე თქვა უარი და შენ პირიქით აკეთებ – იმას გადარებენ მაინც. წარმოიდგინეთ რამხელა უტიფრობაა მათ მესიჯებში, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„შენ ამბობ, რომ იცით რაშია საქმე, მე ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებას მივყვები ზედმიწევნით. კეთილი ინებე, შემობრძანდი იმ პარლამენტში, დამიჯექი იქ კონტროლიორად თუ გინდა და გამიკონტროლე, რომელს ვაკეთებ არასწორად. რა მიმართულებით ვაკეთებ არასწორად. პოლიტიკური მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით, გარემოს დაცვითი მიმართულებით. ნარჩენების მართვის დონეზე რომ რაღაც ასი პუნქტია ჩაშლილი და თითოეულს რომ შესრულება უნდა და საკმაო თანხები უჯდება ჩვენს მოქალაქეებს, ხალხის ფული ამაში იხარჯება.
კი, რაღაცებში შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ, სისულელეებიც წერია იქ, მაგრამ იმ სისულელეებს ვაკორექტირებთ, მივდივართ, ვეკითხებით, მოგვაქვს უკან დირექტივა ჩასწორებული. მილიონ რაღაცას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. საერთოდ კაციშვილი არ საუბრობს ამაზე. იცით რამდენი პუნქტია რომ მოვყვებით დეტალურად და რა რთულია მათი შესრულება? აქეთ ვმუშაობთ კულისებში და გამოხტებიან, ვითომ უარი თქვა ევროპაზე. რა უარი თქვა ევროპაზე, ყველაფრის ლაპარაკი ხომ არ შეიძლება?“, – აღნიშნა მდინარაძემ.