ამ წუთებში აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იმყოფებიან. ისინი გზის სავალ ნაწილზე არიან განლაგებული. აქციის მონაწილეებმა იქ რუსთაველის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირის გავლით გადაინაცვლეს. მათ გზის სავალ ნაწილზე კოცონი დაანთეს.
აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ კვლავ აგრესიას გამოხატავენ.
კომენტარები