თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი მაქსიმ ავერინი თბილისში ჩამოვიდა. მსახიობი საქართველოს საქველმოქმედო აქციის „შენ, მე, ჩვენ – ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ეწვია. ის რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით „ყველაფერი სიყვარულით იწყება“ წარდგება.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
როგორც მაქსიმ ავერინიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ის საქართველოში ბოლოს 16 წლის წინ იმყოფებოდა. „ძალიან ბედნიერი ვარ აქ სტუმრობით. არ შემიძლია აქ ყოფნით გამოწვეული ბედნიერების დაფარვა“, – აღნიშნა მსახიობმა.
კომენტარები