ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ეხმაურება.
“აქიმიძე და დვალი კაჩაობას თუ დამიწყებენ, ასე ტელევიზია ტელევიზია სირბილით, შეთანხმებას შეიძლება რამე დაემუქროს. არსებობს ნერვების საზღვარი. რაც ვთქვი, ჯერ ძალაშია, რომ ტელევიზიის დაბრუნების შემთხვევაში, წილს გადავცემდი, რაზეც მოვილაპარაკეთ. არსებობს ნერვების საზღვარი. მივეცი ჩვენება, რომ წილი პაატა კარსანიძისგან ვიყიდე. მანამდე რა მოხდა, ვინ ვისთან იძალადა, ადეიშვილმა, რომელიც დღესაც უხილავი ძალაა, ვინ წილი დათმო, ამ პროცესებში წვლილი არ მაქვს. ვმეგობრობდით, ერთმანეთთან პრეტენზია არ გვქონდა. ადამიანურად, სამართლიანობის აღდგენაში მონაწილეობა შეიძლება მივიღო, თორემ არავითარი ვალდებულება არ გამაჩნია. საქმე სტარსბურგშია. მოლოდინი პოზიტიური მაქვს, შანსი – მაღალი, უშანსოდ არაფერს ვაკეთებ, ძალადობას თუ არ ექნება ადგილი”, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.