სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებს თამთა დემურიშვილმა და თიკო მაღალაშვილმა საჩუქრები გადასცეს. ხვადასხვა შემოწირულობების შედეგად მიღებული თანხით ქველმოქმედებმა პროდუქტი შეიძინეს და ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანებს გადასცეს. პროდუქტები ასევე გადაეცა მრავალშვილიან დედებს.
საქველმოქმედო აქცია სოციალური ქსელით დაანონსდა და მასში არაერთი ადამიანი ჩაერთო, რომლებმაც მოკრძალებული თანხები გადარიცხეს გაჭირვებულთა დასახმარებლად. აქციაში ასევე რუსეთში მცხოვრები სოფო მელიქიაც ჩაერთო.
კომენტარები