ნაცპროპაგანდის მორიგი ბინძური ტყუილი გაბათილდა – არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე და ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ მას, როგორც ჩხუბის წამომწყების.
„ნაცპროპაგანდის მორიგი ბინძური ტყუილი გაბათილდა – არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი. არცაა გასაკვირი. თავის დროზე მოღალატე გიორგი გახარიამ ნიკა მელიას სასარგებლოდ მმართველ გუნდს უღალატა და ყველანაირად იქცა ნაცრადიკალად.
გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას!“ – წერს გია აბაშიძე.