საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თეა თვალავაძესა და თანამშრომლებთან ერთად მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერა; გაეცნო მუზეუმის საქმიანობას, წამოჭრილ პრობლემებსა და საჭიროებებს; ისაუბრა ლიტერატურის მუზეუმის განვითარებისა და მისი რეაბილიტაციის შესახებ.
მინისტრმა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლებს კულტურის სამინისტროს მხრიდან თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.
კომენტარები